HEINE mini3000 LED series

HEINE LED: ახალი სტანდარტის დადგენა

ახალი HEINE mini 3000 ხელსაწყოები LED განათებით

ფერთა გადმოცემა 

ახალი HEINE mini 3000 ხელსაწყოები LED განათებით.
განათება იძლევა ფერთა გადმოცემის 95-ზე მეტ მაჩვენებელს, რაც იმის გარანტიაა, რომ წითელი მართლაც წითელია, ხოლო ლურჯი - ლურჯი.

ფერის ტემპერატურა: 4,000 კელვინი.

სინათლის ძალა 

იმისათვის, რომ განვასხვავოთ მცირე პათოლოგიური შემთხვევებიც კი, საჭიროა სათანადოდ მივანათოთ გამოსაკვლევ ობიექტს. საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ძლიერი ნათების LED ნათურა გამოვიყენოთ, არამედ სათანადო და შევათავსოთ იგი ინსტრუმენტის ოპტიკურ სისტემასთან, რათა ოპტიმალური განათებას მივაღწიოთ შემოწმებისას. HEINE-ს ყველა ხელსაწყოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა.

ფერის ბუნებრივობა 

სინათლის ინტეგრირებული მოდულები იძლევა აბსოლუტურად ბუნებრივ სინათლეს.

სითბოს განაწილება 

გამოიყენება სითბოს განაწილების მასალა. ხელსაწყოს ოპტიმალური პროპორციები იძლევა იმის საშუალებას, რომ სითბოს გავრცელება არ შეეხოს LED ნათურას. ეს იძლევა LED განათების ხარისხის და ხანგრძლივი მუშაობის გარანტიას.

გამძლეობა 

HEINE-სთვის მარადისობის ნახევარი საკმარისი არ არის. ამიტომაც mini 3000-ის LED განათებას ფაქტობრივად გააჩნია მუშაობის შეუზღუდავი ვადა, 50 000 საათამდე.

ეფექტურობა 

LED განათება საჭიროებს ნაკლებ ენერგიას XHL ქსენონ-ჰალოგენური ნათურებთან შედარებით, რომლებიც მუშაობენ 10 საათზე მეტ ხანს. LED განათების მუშაობისას აკუმულატორი გაცილებით ნაკლებად ხშირად საჭიროებს დამუხტვას ან გამოცვლას.

ეფექტურობის მაჩვენებელი 

როდესაც ხელსაწყო ჩართულია, იგი მაქსიმალური სიმძლავრით ანათებს, და აკუმულატორის დამუხტვის დონიდან გამომდინარე სინათლის ინტენსიურობა იზრდება ან მცირდება. ეს იძლევა საშუალებას ვხედავდეთ ჩვენი აკუმულატორის მდგომარეობას.

განათების თანდათან შემცირება 

ჩვეულებრივი LED განათების ხელსაწყოები არ იძლევიან არანაირ მინიშნებას, როდესაც აკუმულატორი განიმუხტება. Mini 3000 ხელსაწყოს LED განათება თანდათანობით ამცირებს ნათების სიკაშკაშეს აკუმულატორის დამუხტვის დონის შესაბამისად. ეს განსაკუთრებული სისტემა მიგანიშნებთ, თუ როდის უნდა დამუხტოთ აკუმულატორი.