თვალის და სმენის მოვლა საქმიანობა

1994 წლიდან

კონფიდენციალურობა და ქუქი-ჩანაწერების წესდება

მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის და ქუქი-ჩანაწერების წესდება აღწერს, თუ როგორ ინახავს „შ.პ.ს "Kavita" თქვენს პირად ინფორმაციას. Kavita.com- ის ან სხვა ვებსაიტებზე შესვლისას, მაგალითად როგორიცაა partner.kavita.com, ან თქვენი პირადი ინფორმაციის მიწოდებით Kavita-სთვის ნებისმიერი სახის დოკუმენტით, თქვენ აღიარებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ და ეთანხმებით თქვენი პირადი ინფორმაციის მიწოდებას Kavita-სთვის ამ წესდების შესაბამისად. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროდადრო შევიტნოთ ცვლილებები მოცემულ წესდებაში ან მის ნებისმიერ ნაწილში. გთხოვთ, გადახედოთ წესდებას პერიოდულად ცვლილებების შესამოწმებლად.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

რა პირად ინფორმაციას ვაგროვებთ და რატომ?

Kavita აგროვებს პირად ინფორმაციას, რომელიც მას სჭირდება, რათა გაუწიოს მომსახურება მომხმარებელს და მიაწოდოს მას ინფორმაცია და მის საქმიან ოპერაციებზე. თუ თქვენ არ გსურთ მოგვაწოდოთ გარკვეული პირადი ინფორმაცია, ჩვენ ვერ შევიძლებთ მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება ან სხვაგვარად წდომა ჩვენი ვებ-გვერდის გარკვეულ ნაწილებზე ან ფუნქციებზე.

ქვემოთ მოყვანილია ძირითადი მიზნები, თუ რისთვის და როდის ვანხორციელებთ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვებას ვებ-გვერდზე:

როგორ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას?

(i) აქტიური შეგროვება

აქტიური შეგროვება იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელსაც თქვენ აწვდით Kavita-ს როცა ეწვევით ვებ-გვერდს, შეიძლება შეიცავდეს თქვენს მონაცემებს, თქვენს სახელს, კომპანიის სახელს, სამუშაო ადგილს, სახლისა და ფირმის მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას, და დემოგრაფიული ინფორმაციას, მაგალითად თქვენ სქესს, საფოსტო კოდს, ქვეყანას, პრიორიტეტებს, ასევე სახელსა და პაროლს, ან მიწოდების და შესრულების შესახებ ინფორმაციას, და სხვა პერსონალური ინფორმაციას, რომელიც Kavita-მ შეიძლება მოგთხოვოთ, თქვენ კი აირჩიოთ, რომ მიაწოდოთ Kavita-ს. ჩვენ გთხოვთ, რომ არ გამოგვიგზავნოთ და არ გაამჟღავნოთ, ნებისმიერი სენსიტიური პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიუხედავად თქვენ გასცემთ სენსიტიურ ინფორმაციას, ამით თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ მოვაგროვოთ და გამოვიყენოთ აღნიშნული სენსიტიური ინფორმაცია ამ წესდების შესაბამისად.

(ii) პასიური შეგროვება

პასიური შეგროვება ქუქი-ფაილების და გარკვეული ტექნიკური მონაცემების გამოყენებით, როგორებიცაა IP- მისამართი (უნიკალური ნომრები, რომელსაც იყენებენ ქსელისა და მოწყობილობის იდენტიფიცირებისას) და ხელმოწერის თარიღი და დრო. Kavita ასევე პასიურად აგროვებს ინფორმაციას, თუ როგორ იყენებთ ვებ-გვერდს და სერვისებს, მაგალითად, რა გვერდებს სტუმრობთ, რა შინაარსს ათვალიერებთ ან გადმოტვირთავთ, რა მომსახურებით სარგებლებთ და რამდენ ხანს.

ჩვენ ზოგადად ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას მოცემულ წესდებაში აღწერილი მიზნებისთვის, ის არ ეწინააღმდეგება ზემოთ აღწერილ პირადი მონაცემების დაცვის კანონს.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის მონაცემები, რომლებიც პარალელურად გროვდება ვებ-გვერდის მართვისას, ეფექტური ბმულების განსაზღვრისთვის, და ვებ-გვერდის მართვისთვის, ტექნიკური სისუსტეების აღმოსაჩენად, ვებ-გვერდის გარკვეულ ნაწილზე ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველყოთ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება სწრაფად და მარტივად.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პასიურად შეგროვებული მონაცემები ბაზრისა და პროდუქტის ანალიზის და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, მომხმარებლის გვერდის მიღებული და გადაცემული ინფორმაციის მაგალითების სტატისტიკური მონაცემების მოგროვებით.

პასიურად შეგროვებული ინფორმაციით არ ხდება თქვენი იდენტიფიცირება სახელით და Kavita არ აკავშირებს თქვენს IP-მისამართს თქვენთან და არც თქვენს პირად ინფორმაციასთან.

თუ დაეთანხმეთ ან მოითხივეთ, ჩვენ ასევე შეგვიძლია თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენება განახლებული ინფორმაციის მოსაწოდებლად ჩვენი და ჩვენი ბიზნეს პარტნიორების პროდუქტების და სერვისების შესახებ, ან მოგაწოდოთ სპეციალური შეტყობინებები. ჩვენ არ დაგიკავშირდებით ტელეფონით, ფაქსით, ან სხვა საშუალებებით, თუ თავად არ გვეტყვით, რომ დაგვიკავშირდეთ. თუ არ გსურთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ამ გზით გამოვიყენოთ ან მოგცეთ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ ყოველთვის მოგვწეროთ კონტაქტის გვერდზე მოცემული საკონტაქტო ფორმით.

პერსონალური ინფორმაციის ყველა მიმღები ვალდებულია შეინახოს პერსონალური ინფორმაცია უსაფრთხოდ და მონაცემთა მიმღები, რომელსაც ექნება მონაცემთა დამმუშავებლის სტატუსი, მოეთხოვება პირადი ინფორმაციის დამუშავება მხოლოდ ჩვენი ინსტრუქციების შესაბამისად.

გამჟღავნება და მონაცემთა გადაცემა

Kavita-მ შეიძლება გაუხსნას და გადასცეს თქვენი პირადი ინფორმაცია IT პროვაიდერებს, ქვეკონტრაქტორებს და მესამე მხარის მომსახურეებს, რაც ხელს შეუწყობს ვებ-გვერიდ ოპერაციებს, ან კლიენტისთვის პროდუქციის და სერვისების მიწოდებისას, ან შესაბამისი საქმიანობის შესრულებისას.

ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს ან სხვა სამთავრობო პირებს, მხოლოდ კანონით მოთხოვნის შემთხვევაში ან სამართლებრივი პროცედურის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ფიზიკური ზიანის ან ფინანსური დანაკარგის თავიდან აცილება, ან ეჭვმიტანილი ან ფაქტობრივი გაყალბების ან უკანონო საქმიანობის გამოძიება.

ჩვენ ასევე შეგვიძლია გავამხილოთ და გადავცეთ პირადი ინფორმაცია, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და საჭიროებისამებრ, ვებ-გვერდის უსაფრთხოების დაცვისთვის, ასევე რომ დავიცვათ ფირმა Kavita, მისი შვილობილი კომპანიები, დირექტორები, თანამშრომლები ან სხვა მხარეები, ასევე თუ საქმე ეხება გაყიდვებს ან Kavita-ს საქმიანობის სრულ ან ნაწილობრივ გადაცემას.

იმის გამო, რომ Kavita არის საერთაშორისო კომპანიების ჯგუფის წევრი , პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ გვაწვდით, შეიძლება გადაცემული და ხელმისაწვდომი იყოს გლობალურად, როგორც საჭირო იქნება პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებისათვის და ჩვენი საქმიანობის ოპერაციების და მომსახურების გონივრულად მოპყრობისთვის. პერსონალური ინფორმაციის ზოგიერთი მიმღები შეიძლება განთავსდეს თქვენი სახლის იურისდიქციაში ან სხვა ადგილას, მათ შორის ქვეყნები, რომლებიც არ ითვალისწინებენ სათანადო დონეზე ევროპის მონაცემთა დაცვის დირექტივას (95/46 / EC). Kavita უზრუნველყოფს, რომ მონაცემთა მიმღებმა ადეკვატურად დაიცვას პირადი ინფორმაცია.

თქვენი პირადი ინფორმაციის მოწოდებისას, თქვენ თანხმობას გამოთქვამთ თქვენი პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ქუქი ფაილების პოლიტიკა

ქუქი ფაილების გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ფაილებს და მსგავს საშუალებებს ჩვენს ვებ-გვერდზე მისი წარმადობის გაზრდისთვის და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ქუქი ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელსაც თქვენი ბრაუზერი (მაგალითად, ინტერნეტ ექსპლორერი) ინახავს თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში თქვენი პირველი ვიზიტისას ვებ-გვერდზე. ქუქი ფაილები საშუალებას აძლევს საიტს ამოიცნოს თქვენი კომპიუტერი ან სხვა მოწყობილობა თქვენი შემდეგი ვიზიტისას. Kavita იყენებს ქუქი ფაილებს, რომლებსაც, შესაძლოა, ვებ-გვერდის მეხსიერებაც ვუწოდოთ.

რა ტიპის ქუქი ფაილებს ვიყენებთ?

აუცილებელი ქუქი ფაილები
ზოგიერთი ქუქი ფაილი მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის მუშაობისთვის. ამ ქუქი ფაილებს ეწოდებათ ძირითადი ქუქი ფაილები. მაგალითად, ზოგიერთი ქუქი-ჩანაწერები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ დარეგისტრირებული მომხმარებლები და დავრწმუნდეთ, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლოთ თავიანთი მომხმარებლის ანგარიშებით ან გამოიყენონ სხვა მოთხოვნილი სერვისები, როგორებიცაა ყიდვის კალათა ან ელექტრონული გადასახადი. ამ ქუქი ფაილების გარეშე, ეს მომსახურება ვერ იქნება განხორციელებული. ვებგვერდზე გამოყენებული უმნიშვნელოვანესი ქუქ ფაილების უმრავლესობა წარმოადგენს სესიის ქუქი ფაილებს. სესიის ქუქი ფაილები თქვენი ბრაუზერის დახურვისას იშლება თქვენი კომპიუტერიდან ან მოწყობილობიდან.

ფუნქციონალური ქუქი ფაილები
ფუნქციონალური ქუქი ფაილები გვაძლევს საშუალებას დავიმახსოვროთ თქვენი პრიორიტეტები. მომხმარებელს შეუძლია მონიშნოს ფუნქცია და აირჩიოს, რომ მისი მომხმარებლის ID იქნას დამახსოვრებული. ამის შემდეგ ქუქი ფაილი დამახსოვრებული იქნება კომპიუტერის მყარ დისკზე, რის შემდეგაც მომხმარებელის ID ყოველთვის ავტომატურად გამოჩნდება ხელმოწერის ველში საიტზე მომდევნო სტუმრობისას და შეახსენებს მის მიერ წინათ შერჩეულ პრეფერენციებს. Kavita-ს მიერ გამოყენებული ფუნქციონალური ქუქი ფაილები ექსკლუზიურად მოცემული ვებ-გვერდზე გამოიყენება და ხელმიუწვდომელი იქნება სხვა ვებ-გვერდებისთვის. საიტზე გამოყენებული ფუნქციონალური ქუქი ფაილები წარმოადგენენ მუდმივ ქუქი ფაილებს. მუდმივი ქუქი ფაილები დამახსოვრებული იქნება თქვენს კომპიუტერზე იქამდე, ვიდრე ხელით არ წაშლით მათ ან ვადა არ გაუვათ.

შესრულების ქუქ-ფაილები
Kavita შეაგროვებს მონაცემებს თქვენი აქვტოვობის შესახებ, როდესაც ეწვევით ვებ-გვერდს. ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე დათვალიერებულ ისტორიას, შემოსვლის თარიღსა და დროს ასევე ინფორმაციას თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტების და ადგილმდებარეობის შესახებ, რომელის ასოცირებული იქნება მომხმარებლის IP მისამართთან. ეს მონაცემები ე.წ. შესრულებული ქუქი-ფაილებია, რომლებიც არ აგროვებენ ინფორმაციას, რომელთაც შეეძლებათ თქვენი იდენტიფიცირება. ამ ქუქი ფაილების მიერ შეგროვილი სრული ინფორმაცია აგრეგირებულია და შესაბამისად ანონიმურია და მხოლოდ იმაში გვეხმარება, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებსაიტის მუშაობა, გავიგოთ თქვენი ინტერესები და გავზომოთ რამდენად ეფექტურია ჩვენი მომსახურეობა. ვებსაიტზე გამოყენებული შესრულების ქუქი ფაილები წარმოადგენენ ან სესიის ფაილებს ან მუდმივი ქუქი-ფაილებს.

მესამე მხარის ქუქ-ფაილები
Kavita იყენებს მესამე მხარის ქუქი ფაილებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვა დომენის მიერ დადგენილ ფაილებს. თუ ეწვევით ვებ-გვერდს და აღმოჩნდება, რომ სხვა ობიექტი აგზავნის ქუქი-ფაილს ვებ-გვერდზე, ეს იქნება მესამე მხარის ქუქი.

Kavita იყენებს შემდეგ მესამე მხარის ქუქი ფაილებს:

ქუქის მომწოდებელი კატეგორია ქუქი ფაილის დანიშნულება ხანგრძლივობა
Google Analytics ვებ ანალიტიკა (ანონიმური გამოყენების სტატისტიკა) 2 წლის

მესამე მხარის ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.google.com/intl/en/policies/privacy/ https://developers.google.com/analytics/devguides/collection/analyticsjs/cookie-usage

შესაძლებელია თუ არა დაიბლოკოს ქუქი-ფაილების გამოყენება?

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამორთოთ თანხმობა ქუქი-ფაილების წვდომაზე ინტერნეტს ბრაუზერის პარამეტრებიდან. უმეტეს ბრაუზერზე დახმარების მენიუში ინსტრუმენტთა პანელის მეშვეობით ხდება ახალი ქუქი-ფაილების შესახებ ინფორმაციის მიღება, შეტყობინებების ჩვენება, თუ იქნა ახალი ქუქი ფაილები მიღებული, ასევე შესაძლებელი მათი სრულად გათიშვაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ, თუ თქვენი ბრაუზერიდან იბლოკება ყველა სახის ქუქ-ფაილები, ვერ შეძლებთ ვებ-გვერდის სრულად გამოყენებას.
თუ თქვენ ცხოვრობთ ევროკავშირის ქვეყანაში და გსურთ მეტი გაიგოთ ქუქი-ფაილების შესახებ, ან გსურთ არ მიიღოთ ისინი, გთხოვთ ეწვიოთ www.youronlinechoices.eu ან www.allaboutcookies.org. თუ თქვენ ცხოვრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გინდათ მეტი გაიგოთ, გთხოვთ ეწვიოთ http://www.aboutads.info/choices/.

რამდენად დაცულია თქვენი პირადი ინფორმაცია?
მოქმედი კანონებისა და რეგულაციების მიხედვით, Kavita ინარჩუნებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დაიცვას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემთხვევითი ან უკანონო განადგურების ან დაკარგვის, შეცვლის, არასანქცირებული გამჟღავნების ან ხელმისაწვდომობისგან.

დამოუკიდებელი ვებ-გვერდების ბმულები
ჩვენი ვებ-გვერდი შეიცავს დამოუკიდებელი საიტების ბმულებს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ან ანგარიშვალდებული ასეთი საიტების კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე ან ინფორმაციაზე. კონფიდენციალურობის წესდება, რომელიც სხვა ვებსაიტებზე ვრცელდება, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ამ წესდებისგან, ამიტომ გირჩევთ, წაიკითხოთ ისინი ასეთი დამოუკიდებელი ვებ-გვერდით სარგებლობამდე.

საზოგადოებრივი ფორუმი
ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა სასაუბრო ოთახები, ფორუმები, განცხადებების დაფები და საინფორმაციო ჯგუფები, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდებიან ვებ-მომხმარებლებისთვის სხვადასხვა დროს. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ ტერიტორიებზე არის გამჟღავნებული, ხდება საჯარო ინფორმაცია და სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ მას, როდესაც გადაწყვეტთ თქვენი პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას.

წვდომა, კორექცია და უარის თქმა
თუ გსურთ გამოიყენოთ თქვენი უფლება, გაეცნოთ თქვენს მიერ გაცემული ინფორმაციის ასლს, ან იფიქრეთ, რომ ჩვენ შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ, უნდა შეიცვალოს, გსურთ წაშალოთ ყველა ან მისი ნაწილი ან გააპროტესტოთ, დაგვიკავშირდით გამოკითხვის თემით "მონაცემთა კონფიდენციალურობა" ან ალტერნატიულად გააგზავნეთ ხელმოწერილი წერილი ჩვენს საკონტაქტო განყოფილებაში მითითებულ მისამართზე. ჩვენი ოფისების შესახებ ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდის საკონტაქტო განყოფილება. Kavita ყველა გონივრულ ძალისხმევას გამოიჩენს იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ შეასრულოს თქვენი მოთხოვნა. თუმცა, Kavita-მ შეიძლება შეზღუდოს წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვდომის უზრუნველყოფა საკმაოდ რთულია ან ძვირადღირებული, ან თუ სხვაგვარად დაუშვებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი მომავალი ინფორმაციის მიღებაზე Kavita-სგან. ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით, რომელიც მოცემულია კონტაქტების განყოფილებაში. ამ შემთვევაში, ჩვენი მიზანი იქნება, რომ თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ამოვიღოთ თქვენი სახელი გამომწერთა სიიდან.

გსურთ დამატებითი ინფორმაცია?
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები, გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება კონფიდენციალობის წესდების შესახებ, არ გინდათ გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომ დაგიკავშირდეთ საინფორმაციო ბიულეტებით ან პროდუქტისა და სერვისის ინფორმაციასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ Kavita-ს კლიენტთა მომსახურების სერვისს სპეციალური ფორმის მეშვეობით, რომელსაც ნახავთ „კონტაქტის“ განყოფილებაში..